Published on: February 28, 2024
Please, carefully read this Direct Marketing Policy, as for the purposes of direct marketing, Adjara Hotels LLC (I/N: 404673947) (“Data Controller“) and Adjara Collective Management LLC (I/N: 404707171) („Data Processor“) (jointly – „We“, „Us“ or „Our“) will process your following personal data (the “Personal Data” or the “Personal Information”), if you click the direct marketing acceptance button on this website:
Please, also refer to Our Privacy Policy which can be found here, to understand the further basis for processing the Personal Data, the principles we apply while processing your Personal Data and the rights that You, as the data subject (“You” / “Yours”), have in this regards.
Please, further note that, upon your consent to this Direct Marketing Policy, it automatically becomes an integral part of Our Privacy Policy, cited above.
Within the scope of your consent to receive Marketing Communication from Us, you will be receiving information about:
We may share your personal data with the following parties for direct marketing purposes:
Sharing is carried out in the frame of corporate governance/management structure and common business and marketing interests within Our group of affiliates, to provide you with their marketing newsletters and special offerings regarding their products and services.
Withdrawing your consent from direct marketing is just as easy as giving consent:
Please, Note: If you opt-out of receiving direct marketing from Us, You will no longer receive any of Our Marketing Communications. We will ensure this opt-out request is processed within statutory timeframes (7 business days).
Withdrawing Your consent with Us will automatically result in withdrawing consent on receiving Marketing Communication from Our affiliates too. Therefore, You will not need to take any extra actions for them to cease Marketing Communication.
We treat Your Personal Information with utmost diligence and confidentiality and have implemented all the necessary technical and organizational security measures for the purposes of protecting this Information from unlawful usage, loss, alteration, erasure, processing or any other unauthorized forms of access to and impact on such Personal Data. These measures imply the storage of Your Personal Data on a secure electronic data base accessible only to a limited number of individuals, in accordance with internal standard operational procedures implemented and made binding by Us for Our personnel to comply with.
We will store and process Your Personal Data for direct marketing purposes throughout the duration of Our and/or Our affiliates/ operations unless You request its earlier withdrawal.
We further ensure that all the third parties indicated in clause 3 of this Direct Marketing Policy comply with the same rules and procedures.
For any questions, claims, requests or other inquiries, please contact Us here:
Adjara Hotels LLC (I/N: 404673947), Adjara Collective Management LLC (I/N 404707171).
Postal Address: 14 Kostava Street, Tbilisi, Georgia
E-mail address: pdsupport@adjaragroup.com
or, contact Personal Data Protection Service on the following information:
Personal Data Protection Service
Postal Address: 7 Nato Vachnadze Street, Tbilisi 0105
Phone: 032 242 10 00
E-mail Address: office@pdps.ge
განახლების თარიღი: 5 აპრილი 2024წ.
მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განმარტავს იმ პერსონალურ მონაცემთა ტიპებს და მათი გამოყენების ფორმებს, რომელსაც სს “ნინო” აგროვებს თქვენგან და იმ უფლებებს, რომლებიც თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით.
ტერმინთა განმარტებები:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: სს „ნინო“ (ს/ნ: 202886127, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, N8), იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს და რომელიც დამუშავებისთვის უფლებამოსილ პირთან ერთად ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირი: შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტი“ (ს/ნ: 404707171, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოსტავას ქუჩა, N14), იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის და მისი სახელით;
„დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“ და „დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირი“ ერთობლივად წოდებულნი, როგორც „ჩვენ“ ან „ჩვენი“
პერსონალური მონაცემი ან პერსონალური ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენგან და რომელიც აიდენტიფიცირებს ან იდენტიფიცირებადს ხდის მონაცემთა სუბიექტს;
თქვენ: ჩვენი მომხმარებელი, რომელიც იძენს ან განზრახული აქვს / დაინტერესებულია შეიძინოს ჩვენი სერვისები და პროდუქტები.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, შემდეგი არხებიდან / წყაროებიდან:
ა) მოცემულ ვებ-გვერდზე (შემდგომში „ვებ-გვერდი“) პირადი ანგარიშის რეგისტრაციის შემთხვევაში;
ბ) თქვენი ელექტრონული ფოსტის მოწოდებითა და ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკაზე თანხმობის საფუძველზე, ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერის შემთხვევაში (მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვახდენთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ ბმულზე განთავსებულ ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკას);
გ) მოცემული ვებ-გვერდის, ჩვენი საკომუნიკაციო / სატელეფონო ცენტრის, სოციალური მედია გვერდების ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების საშუალებით, ჩვენი სასტუმროების და/ან რესტორნებისა და ბარების ჯავშნის შემთხვევაში;
დ) მთავარი ან თანმხლები სტუმრის სტატუსით ჩვენს შენობაში ფიზიკური რეგისტრაციის დროს
(ერთობლივად წოდებული, როგორც „აქტივობები“ ან „მონაცემთა შეგროვების წყაროები“, ხოლო, ცალ-ცალკე, ყოველ კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით, როგორც „აქტივობა“ ან „მონაცემთა შეგროვების წყარო“)
შესაბამისად, თქვენ მიერ ზემოაღნიშნული „აქტივობებიდან“ ნებისმიერში ჩართვის შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ თქვენ წაიკითხოთ და დაეთანხმოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას / განახლებას.
მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ ამავე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.
იმის მიხედვით თუ რა სახის „აქტივობას“ ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ სხვადასხვა სახის მონაცემები და მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ გვანიჭებთ უფლებას შევაგროვოთ და დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ქვემოთ, გთხოვთ, იხილოთ დეტალური სია, თუ რას ვაგროვებთ თქვენგან თითოეულ „აქტივობასთან“ დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ახორციელებთ:
ა) თუ თქვენ მხოლოდ სტუმრობთ ჩვენს „ვებ–გვერდს“ და მისი მეშვეობით არ აკეთებთ ჯავშანს, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: ტექნიკური მონაცემი (ე.წ. აი-პი მისამართი, ლოგ-ინ დატა, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, დროის ზონის კონფიგურაცია და ლოკაცია, ბრაუზერის „ფლაგ-ინ“ ტიპები და ვერსიები), იმ მოწყობილობის საოპერაციო სისტემა, პლატფორმა და სხვა სახის ტექნოლოგია, რომელსაც იყენებთ მოცემულ „ვებ-გვერდზე“ წვდომის დროს), „ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (თქვენ მიერ „ვებ-გვერდის“, ამავე „ვებ-გვერდზე“ განთავსებული პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია), მარკეტინგული და საკომუნიკაციო მონაცემები (თქვენი პრეფერენციები ჩვენი და/ან სხვა მესამე პირების მარკეტინგული შეთავაზებების მიღებასთან დაკავშირებით და თქვენი, როგორც ჩვენი ან მოცემული „ვებ-გვერდის“ მომხმარებლის გამოცდილება და თქვენი შესაბამისი პრეფერენციები);
ბ) თქვენ მიერ მოცემული ვებ-გვერდის საშუალებით ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერის და/ან პირადი ანგარიშის რეგისტრაციის შემთხვევაში (გარდა ტექნიკური მონაცემების, „ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მარკეტინგული და საკომუნიკაციო მონაცემებისა, რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის “ა” ქვეპუნქტში), ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: საიდენტიფიკაციო მონაცემებს (თქვენი სახელი და გვარი) და საკონტაქტო ინფორმაციას (თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი). მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენი პირდაპირი მარკეტინგის პოლიტიკას;
გ) თუ თქვენ ჯავშნით ჩვენი სასტუმროს ნომრებს ჩვენს „ვებ–გვერდზე“ (გარდა ტექნიკური მონაცემების, თქვენ მიერ „ვებ-გვერდით“ სარგებლობის ინფორმაციისა და მარკეტინგული და საკომუნიკაციო მონაცემებისა (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის “ა” ქვეპუნქტში), ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი ან მსგავსი იდენტიფიცირების საშუალება), საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ტელეფონი/მობილურის ნომერი), ტექნიკური და „ვებ-გვერდის“ სარგებლობასთან დაკავშირებულ მონაცემს, (რომელიც განმარტებულია მოცემული მუხლის “ა” ქვეპუნქტში), ტრანზაქციების შესახებ მონაცემებს (ინფორმაცია ჩვენი სერვისების ან პროდუქტების შესყიდვების შესახებ, რომლებიც შესრულებულია თქვენ მიერ ამ „ვებ-გვერდის „საშუალებით), ფინანსურ მონაცემებს (თქვენი საგადახდო ბარათის რეკვიზიტები), სპეციფიურ მონაცემებს თითოეულ კლიენტზე (თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ჯავშნები, თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები ჩვენს სასტუმროებში, თქვენი ინტერესები, პრეფერენციები, უკუკავშირი და გამოკითხვის პასუხები) და მარკეტინგისა და საკომუნიკაციო მონაცემებს (ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული);
დ) თუ თქვენ ჯავშნით ჩვენი სასტუმროს ნომრებს ჩვენი საკომუნიკაციო/სატელეფონო ცენტრის (ცხელი ხაზი) მეშვეობით, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, საკონტაქტო მონაცემებს და თითოეულ მომხმარებელზე სპეციფიური/ინდივიდუალური სახის ინფორმაციას (თქვენი ჯავშნები, თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები ჩვენს სასტუმროებში, თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვები ან შეკვეთები, თქვენი ინტერესები, პრეფერენციები, უკუკავშირი და გამოკითხვის პასუხები (ასეთის გაზიარების შემთხვევაში));
ე) თუ თქვენ ჯავშნით ჩვენი სასტუმროს ნომრებს მესამე პირების ვებ–გვერდის მეშვეობით, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი ან მსგავსი იდენტიფიცირების საშუალება), სპეციფიური მონაცემებს თითოეულ კლიენტზე (თქვენი ჯავშნები, თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები ჩვენს სასტუმროებში, თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვები ან შეკვეთები, თქვენი ინტერესები, პრეფერენციები, უკუკავშირი და გამოკითხვის პასუხები (ასეთის გაზიარების შემთხვევაში)) და ფინანსურ მონაცემებს (თქვენი საგადახდო ბარათის რეკვიზიტები);
ვ) თუ თქვენ რეგისტრირდებით ჩვენი სასტუმროს მიმღებში, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ეროვნება და ქვეყანა), თქვენი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლს იდენტიფიკაციის მიზნებისა და უსაფრთხოების გონივრული ზომების გატარებისათვის იმ შენობაში, სადაც მდებარეობს ჩვენი სასტუმროები, თქვენს საკონტაქტო მონაცემებს (ელ. ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი), საიდენტიფიკაციო მონაცემებს თქვენი თანმხლები სტუმრის შესახებ (სტუმრ(ებ)ის სახელი და გვარი), სპეციფიურ მონაცემებს თითოეულ კლიენტზე (თქვენი ჯავშნები, ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები ჩვენს სასტუმროებში, თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვები ან შეკვეთები, თქვენი ინტერესები, პრეფერენციები, უკუკავშირი და გამოკითხვის პასუხები) და თქვენს ფინანსურს მონაცემებს (თქვენი საგადახდო ბარათის რეკვიზიტები);
ზ) თუ თქვენ წარმოადგენთ ჩვენი სასტუმროს მთავარი სტუმრის თანმხლებ სტუმარს და თქვენ გადიხართ ფიზიკურ რეგისტრაციას ჩვენი სასტუმროს მიმღებში, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ეროვნება და ქვეყანა), თქვენი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლს იდენტიფიკაციის მიზნებისა და უსაფრთხოების გონივრული ზომების გატარებისათვის იმ შენობაში, სადაც მდებარეობს ჩვენი სასტუმროები, თქვენს საკონტაქტო მონაცემებს (ელ. ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი), საიდენტიფიკაციო მონაცემებს თქვენი თანმხლები სტუმრის შესახებ (სტუმრ(ებ)ის სახელი და გვარი), სპეციფიურ მონაცემებს თითოეულ კლიენტზე (თქვენი ჯავშნები, ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები ჩვენს სასტუმროებში, თქვენ მიერ განხორციელებული შესყიდვები ან შეკვეთები, თქვენი ინტერესები, პრეფერენციები, უკუკავშირი და გამოკითხვის პასუხები) და თქვენს ფინანსურს მონაცემებს (თქვენი საგადახდო ბარათის რეკვიზიტები) და განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული მონაცემები (თუ თქვენ ახორციელებთ გადახდებს ჩვენს ობიექტებზე).
თ) თუ თქვენ აკეთებს ჯავშანს ჩვენს რესტორნებსა და ბარებში ჩვენი „ვებ–გვერდის“ საშუალებით, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: საიდენტიფიკაციო მონაცემებს (თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (თუ მოცემულია) ან მსგავსი იდენტიფიკატორი), საკონტაქტო მონაცემებს (ელ. ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი), სპეციფიურ მონაცემებს თითოეულ კლიენტზე (რომელიც მოიცავს თქვენს ჯავშნებს, ჩამოსვლის თარიღს და დროს ჩვენს ბარებსა და რესტორნებში, თქვენ მიერ განხორციელებულ შესყიდვებს ან შეკვეთებს, პირად პრეფერენციებს, კვებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ინტერესებს და შენიშვნებს, უკუკავშირს და გამოკითხვის პასუხებს (ასეთის გაზიარების შემთხვევაში)), ტექნიკური და ვებ-გვერდის სარგებლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს (როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში) და მარკეტინგისა და საკომუნიკაციო მონაცემებს (როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში).
ი) თუ თქვენ აკეთებს ჯავშანს ჩვენს რესტორნებსა და ბარებზე ჩვენი საკომუნიკაციო ცენტრის საშუალებით, ჩვენ თქვენ შესახებ ვაგროვებთ: საიდენტიფიკაციო მონაცემებს (თქვენი სახელი, გვარი და მსგავსი იდენტიფიკატორი), საკონტაქტო მონაცემებს (ელ. ფოსტის მისამართი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი), სპეციფიურ მონაცემებს თითოეულ მომხმარებელზე (რომელიც მოიცავს თქვენს ჯავშნებს, თქვენ მიერ განხორციელებულ შესყიდვებს ან შეკვეთებს, ჩამოსვლის თარიღს და დროს ჩვენს ბარებსა და რესტორნებში, თქვენს ინტერესებს, კვებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ჯავშნის მიზანს, პირად პრეფერენციებს, უკუკავშირს და გამოკითხვის პასუხებს (ასეთის გაზიარების შემთხვევაში)).
ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენი კონტრაქტორების მიერ შემოთავაზებული სერვისებით, როგორიც არის დაჯავშნის სისტემები რომლებიც შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველზე იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ და შეინარჩუნოს ყველა შესაბამისი და საჭირო მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტი და დაიცვან „პერსონალური ინფორმაციის“ კონფიდენციალურობა და დაამუშავონ იგი, მხოლოდ ჩვენი მითითებების შესაბამისად. ზემოაღნიშნული ნებისმიერი „აქტივობების“ განხორციელებით, ჩვენი კონტრაქტორები თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ აგროვებენ და ამუშავებენ, მხოლოდ იმ მიზნითა და ფარგლებით, რაც საჭიროა თქვენ მიერ ჩვენი „ვებ-გვერდის“ გამოყენებით შესაბამისი „აქტივობების“ განხორციელებისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მათ მიერ შეგროვებული „პერსონალური მონაცემები“ ამავდროულად გროვდება და მუშავდება მათი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. ამასთანავე, მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის გარდა, თქვენს „პერსონალურ ინფორმაციაზე“ აგრეთვე ვრცელდება ზემოაღნიშნული მესამე პირების მიერ შემუშავებული პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკა და ზემოაღნიშნული „აქტივობების“ განხორციელებით, თქვენ ეთანხმებით, რომ მესამე პირებმა მათ მიერ შემუშავებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად შეაგროვონ, შეინახონ და დაამუშავონ თქვენი „პერსონალური ინფორმაცია“. მესამე პირების, მათ მიერ შეგროვებული „პერსონალური მონაცემების“ კატეგორიების, მათ მიერ შემუშავებული პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ფორმებისა და წესების შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვმართოთ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ ჩვენს საკონტაქტო რეკვიზიტებზე. ჩვენ შევეცდებით უმოკლეს ვადებში დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.
პერსონალური ინფორმაცია შეიძლება მიღებულ იქნას შემდეგი წყაროებიდან/აქტივობებიდან:
ა) თქვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი „აქტივობების“ განხორციელების დროს, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, ამავე მუხლით შემუშავებული დეტალური და დიფერენცირებული ჩამონათვალის შესაბამისად.
ბ) „აგრეთვე, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია“ სხვა წყაროებიდანაც, როგორიც არის საერთო მარკეტინგული პარტნიორები, დაჯავშნის სისტემები, სოციალური მედია საშუალებები, აპლიკაციები და სხვა მესამე პირები. როდესაც სტუმრობთ ჩვენს „ვებ–გვერდს“ თქვენი პირადი სოციალური მედია ანგარიშიდან, ჩვენ აგრეთვე ვაგროვებთ თქვენს სოციალურ მედია ანგარიშზე არსებულ პერსონალურ ინფორმაციას.
ჩვენ ვაფროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შემდეგი პრინციპების შესაბამისად:
ა) ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ მხოლოდ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად და თქვენი პერსონალური მონაცემები არ მუშავდება სხვა ნებისმიერი სახით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოცემულ მიზნებთან. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ შესახებ შეგროვებული „პერსონალური მონაცემები“ დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც არის ადეკვატური, აუცილებელი და შეზღუდული მხოლოდ აღნიშნული მიზნებით;
ბ) ჩვენ ვინახავთ და ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ მხოლოდ იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად;
გ) ჩვენ ვიცავთ თქვენ შესახებ შეგროვებულ ყველა საჯარო და არა საჯარო „პერსონალურ ინფორმაციას“, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის მაღალი სტანდარტების მკაცრი დაცვით;
დ) ჩვენ ვნერგავთ და ვინარჩუნებთ ყველა საჭირო შიდა ტექნიკურ და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომას თქვენი „პერსონალური მონაცემების“ კონფიდენციალურად და უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის მიზნით. რაც მოიცავს თქვენი პერსონალურ მონაცემების დაცულ ელექტრონულ ბაზებზე შენახვას, რომელზეც წვდომა აქვს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ პირთა წრეს, ჩვენ მიერ შემუშავებული და დანერგილი შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა აღნიშნულ პირთათვის;
დ) ჩვენ მოვითხოვთ ნებისმიერი მესამე პირისგან, რომელიც გვაწვდის თავიანთ პროდუქტებს/მომსახურებას, რომ დაიცვან და პატივი სცენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
ე) ჩვენ მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს ვანიჭებთ უფლებას, რომ ჰქონდეთ წვდომა და დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები, მხოლოდ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად. მათზე სრულად და შეუცვლელად ვრცელდება თქვენს „პერსონალურ მონაცემთა“ შენახვაზე, დამუშავებასა და გაუმჟღავნებლობაზე მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მხოლოდ შემდეგი მიზნებით გათვალისწინებული მოცულობით:
ა) თქვენთვის ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების მოსაწოდებლად;
ბ) ჩვენს შენობაში ფიზიკური რეგისტრაციის შემდგომ ყველა შესაბამისი და საჭირო უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად;
დ) ავტომატური გადახდის პროცედურების გასატარებლად, თუ თქვენ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით დაჯავშნით სასტუმროს და არ გამოცხადდებით;
ე) ჩვენს პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებით თქვენი გამოცდილების და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად, თქვენი პრეფერენციების გათვალისწინებით;
ვ) ჩვენი მომხმარებლების პრეფერენციების მისაღებად; და/ან
ზ) ჩვენი ლეგიტიმური და კანონიერი ინტერესების დასაცავად, ჩვენსა და მომხმარებელს შორის მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან ან ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით და მათგან გამომდინარე დავის არსებობის შემთხვევაში.
ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგ პირებს:
ა) ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც მოიცავს ჩვენთან აფილირებულ ან დაკავშირებულ სუბიექტებს, ნებისმიერ სუბიექტს და/ან პირს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება ჩვენს მიერ, იმყოფება საერთო კონტროლის ქვეშ ჩვენთან ერთად ან კონტროლდება ჩვენთან ერთად სხვა აფილირებული სუბიექტის მიერ საერთო ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით. მოცემული განმარტების მიზნებისთვის, „კონტროლი” გულისხმობს: პირდაპირ ან ირიბ უფლებამოსილებას მართოს და წარმართოს პირის საქმიანობა, საკუთრების, საკონტროლო პაკეტის ან ხმის უფლების საფუძველზე, სახელშეკრულებო თუ სხვაგვარი ურთიერთობებიდან გამომდინარე.
ჩვენი აფილირებული კომპანიებისთვის პერსონალურ მონაცემთა გაზიარება ხდება ჩვენი კომპანიათა ჯგუფის კორპორატიული მმართველობის სტრუქტურის ფარგლებში საერთო ლეგიტიმური, ფინანსური, იურიდიული და კორპორატიული მიზნებისთვის. ჩვენ მხოლოდ ისეთ აფილირებულ პირებს ვუზიარებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ჩვენი ჯგუფიდან, რომელთაც სჭირდებათ თქვენი მონაცემების დამუშავება ამავე მუხლში მითითებული მიზნებისთვის და რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, შენახვას და გაუმჟღავნებლობას იცავენ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის იგივე სტანდარტებით.
ბ) ჩვენს დასაქმებულებს, რომლებსაც სჭირდებათ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და მათი დამუშავება მხოლოდ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის. მათზე უცვლელად ვრცელდება თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე, უსაფრთხოდ შენახვასა და გაუმჟღავნებლობაზე მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული კონფიდენციალობის ვალდებულებები;
გ)მესამე პირებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ჩვენი სახელით მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-2 მუხლის შესაბამისად და ამავე მუხლით გათვალისწინებული მიზნით. მონაცემთა გაზიარება (მონაცემთა გადაცემა) ისეთ მესამე პირებზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხორციელდება მონაცემთა საერთაშორისო გადაცემაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
დ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ვებ-გვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს, რათა გააანალიზოს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარება. ეს ინფორმაცია გვეხმარება ჩვენი სერვისების და ვებ-გვერდის განახლებასა და განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენ, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას აგრეთვე ვამუშავებთ მოცემული Cookie ფაილების საშუალებითაც, ქვემოთ მითითებულ Cookie ფაილების დამუშავების პოლიტიკაში.
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ავტომატიზებული საშუალებით, რათა გამოვავლინოთ თქვენი პრეფერენციები, რომლებიც გვეხმარება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებასა და დახვეწაში. მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ აგრეთვე აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ თქვენი „პერსონალური მონაცემები“ დავამუშავოთ პროფაილინგის მიზნებისთვის. პროფაილინგი ემსახურება თქვენი მოთხოვნების, სურვილებისა და პრეფერენციების ანალიზის მიზანს, რომ თქვენი ვიზიტი ჩვენს სასტუმროებში და რესტორნებსა და ბარებში გავხადოთ უფრო კომფორტული და სასიამოვნო და რომ შემოგთავაზოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული და შექმნილი გამოცდილება. უფრო კონკრეტულად, პროფაილინგის მიზნებისთვის, ჩვენ თქვენ შესახებ ვაანალიზებთ შემდეგი სახით ინფორმაციას:
ჩვენს სასტუმროებში განთავსების ეტაპზე:
ა) ჯავშნების რაოდენობა (მათ შორის გამოყენებული და გაუქმებული ჯავშნები);
ბ) სტუმრების რაოდენობა;
დ) შესყიდვები და შეკვეთები;
ე) გახარჯული თანხა;
ვ) ჯავშნების სეზონურობა;
ზ) ჯავშნების სიხშირე;
თ) ჯავშნებს შორის წყვეტა.
ჩვენს რესტორნებსა და ბარებში ვიზიტის ეტაპზე:
ა) განთავსების ადგილი;
ბ) შესყიდვები და შეკვეთები;
გ) გახარჯული თანხა;
დ) ვიზიტების სეზონურობა;
ე) ვიზიტების სიხშირე;
ვ) ვიზიტებს შორის წყვეტა;
ზ) კვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები;
თ) ჯავშნის გაკეთების არხი;
ი) ჯავშნის გაკეთების მიზანი.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროფაილინგის მიზნებისთვის შეგროვებული და მის შედეგად მიღებული მონაცემების წაშლა ან განადგურება და გამოიხმოთ თანხმობა პროფაილინგის მიზნებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც ჩვენ დავაკმაყოფილებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ 10 სამუშაო დღის ვადაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ გამოიხმობთ თანხმობას პროფაილინგის მიზნებისთვის ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვთ მის შეწყვეტას, ჩვენ შესაძლოა ვეღარ შევძლოთ ან შეზღუდულად შევძლოთ თქვენთვის გაუმჯობესებული ან თქვენს მოთხოვნებზე, პრეფერენციებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების / პროდუქტების შემოთავაზება.
ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ ეს დასაბუთებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ან თუ ასეთი მონაცემის შენახვა აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
თქვენ გამოგეგზავნებათ შესაბამისი წერილობითი დასაბუთება ჩვენ მიერ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებით და ინფორმაცია, ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების გზებთან დაკავშირებით.
ჩვენ, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვეპყრობით შესაბამისი გულმოდგინებით, კონფიდენციალურად და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვიღებთ და ვნერგავთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომას, თქვენი პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამოყენების, დაკარგვის, შეცვლის, წაშლის, დამუშავების და/ან თქვენს პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული, არანებადართული წვდომისა და ზემოქმედებისგან დასაცავად. აღნიშნულ ზომებს ვიღებთ და ვნერგავთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ იმ მოცულობითა და ვადით, რაც საჭიროა მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად. თუ დამუშავების არც მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი აღარ არსებობს, ჩვენ რუტინული წესით წავშლით თქვენს „პერსონალურ მონაცემებს“ ან შევინახავთ მათ არაიდენტიფიცირებადი და დეპერსონალიზებული ფორმით, ხოლო ვახდენთ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა მინიმიზაციას მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა დარჩენილი აქტიური და ვალიდური მიზნების მისაღწევად.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-6 პუნქტში განსაზღვრულმა მესამე პირებმა განუხრელად დაიცვან წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები და პირობები.
მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით, თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ჩვენი მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯის დაკისრების გარეშე, მიმართოთ შემდეგ უფლებებს:
ა) მიიღოთ ინფორმაცია თუ რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ და რომელი საფუძვლებისა და პრინციპების დაცვით;
ბ) მიიღოთ ინფორმაცია ყველა იმ წყაროზე საიდანაც ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
გ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადებზე. ხოლო, თუ კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული, შესაბამისი კრიტერიუმის შესახებ, რომელიც ადგენს ასეთ ვადას;
დ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებსა და ლეგიტიმურ მიზნებზე. აგრეთვე, თუ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას, ასეთი გადაცემის ეტაპზე ჩვენ მიერ შემუშავებულ და დანერგილ მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებზე;
ე) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებ პირებზე და მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემის საფუძვლებსა და მიზნებზე;
ვ) მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ინდივიდუალური დამუშავების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის პროფაილინგზე და იმ ლოგიკაზე, რომელსაც ვიყენებთ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. აგრეთვე, მიიღოთ ინფორმაცია მის გავლენაზე მონაცემთა დამუშავების პროცესში და ასეთი დამუშავების შედეგად მისაღებ სავარაუდო შედეგებზე;
ზ) მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
თ) გამოიხმოთ თქვენი თანხმობა ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, და/ან
ი) მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით და/ან კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (გთხოვთ, იხილოთ საკონტაქტო რეკვიზიტები მოცემულ პერსონალური მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში) ან საქართველოს საერთო სასამართლოებს.
თქვენ, აგრეთვე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან განადგურება ან ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ თქვენს მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 10 სამუშაო დღის ვადაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თქვენს მოთხოვნაზე თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება ჩვენს ლეგიტიმურ და კანონიერ ინტერესებს, საჯარო ინტერესს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს ან დადგენილ მოთხოვნებს. თქვენს მოთხოვნაზე ჩვენი უარი წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასაბუთებითა და ჩვენი გადაწყვეტილების გასაჩივრების გზების მითითებით.
გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების წაშლას ან განადგურებას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად, ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას.
თუ სურვილი გაქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემთან მიმართებით მოგვმართოთ ზემოაღნიშნული ნებისმიერი მოთხოვნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოცემულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ ჩვენს საკონტაქტო რეკვიზიტებზე.
გთხოვთ, დამატებით გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენი მოთხოვნების განხილვასა და დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემთა მიმართებითა და ფარგლებში, რომლებიც განთავსებულია და ინახება ჩვენს მონაცემთა სერვერებზე. თუ გსურთ გქონდეთ წვდომა მესამე პირების მიერ შეგროვებულ და დამუშავებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და გსურთ, რომ ასეთმა პირებმა დაგიბრუნონ, შეცვალონ, დაამატონ ან წაშალონ თქვენი „პერსონალური მონაცემები“, გთხოვთ, მოგვმართოთ მოცემული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-12 მუხლში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.
თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ჩვენთვის ან მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოგვეშვას ჩვენთვის არაზუსტი, მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მოგვაწოდოთ მხოლოდ თქვენი პირადი პერსონალური მონაცემი და არ გაქვთ უფლება მოგვაწოდოთ სხვა მესამე პირების შესახებ ინფორმაცია. თუ თქვენ მოგვაწოდებთ სხვა მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს, იგულისხმება, რომ თქვენ ასეთი მონაცემები მოპოვებული გაქვთ შესაბამისი უფლებამოსილებისა და კანონმდებლობის დაცვით და თქვენ მას გვაწოდებთ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
გთხოვთ, აგრეთვე გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შესაძლოა შევინახოთ და დავამუშავოთ თქვენ შესახებ გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაცია, თქვენ მიერ ინიცირებული ტრანზაქციების დასრულების მიზნით, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ასეთი „პერსონალური ინფორმაციის“ დაბრუნებამდე ან წაშლამდე.
ჩვენი ვებ-გვერდი და მოცემული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა განიმარტება და რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი კითხვის, საჩივრის, მოთხოვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
სს „ნინო“ (I/N: 202886127).
იურიდიული მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N8, Tbilisi, Georgia
ელექტრონული ფოსტის მისამართი: pdsupport@adjaragroup.com
ან მიმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შემდეგ საკონტაქტო რეკვიზიტებზე:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნ.ვაჩნაძის N°7, 0105
ელექტრონული ფოსტის მისამართი: office@pdps.ge
ტელეფონის ნომერი: 032 242 10 00
Cookie წარმოადგენს პატარა ფაილს, რომელიც ინახება თქვენს პერსონალურ კომპიუტერში, ტაბლეტში, მობილურ ტელეფონში ან სხვა სახის მოწყობილობაში. ინფორმაცია, რომელიც ინახება Cookie ფაილებში არ არის საზიანო თქვენი მოწყობილობისთვის. Cookie ფაილები გამოიყენება ჩვენი ვებ-გვერდის და ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. Cookie ფაილები ინახავს თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
რომელ Cookie ფაილებს ვიყენებთ?
ჩვენ არ ვინახავთ თქვენი მისამართის, პაროლების, საკრედიტო და სადებეტო საბანკო ბარათების და სხვა ნებისმიერი პირადი ინფორმაციის შესახებ მონაცემებს Cookie ფაილებში
ჩვენ ვიყენებთ Google ანალიტიკის და Facebook Pixel სერვისებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სტატისტიკური მონაცემები ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების შესახებ (ძიების შინაარსი, ვებგვერდის გარკვეული გვერდი, რომელსაც ისინი სტუმრობენ და ა.შ.). ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, ვებ-გვერდზე შემომსვლელი პირის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ვებ-გვერდზე მისი ვიზიტის ხანგრძლივობისა და ვებ-გვერდზე ვიზიტის დროს გამოყენებული მოწყობილობის შესახებ. ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორების ასაკის, სქესის, ინტერესების, გამოყენებული მოწყობილობის ენის, ადგილმდებარეობის, მოწყობილობის ტიპის და ვებ-გვერდზე ვიზიტორების ქცევის შესახებ (ვებ-გვერდზე ჩართულობა, ინტერაქცია და ვებ-გვერდზე ვიზიტების სიხშირე). აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის, რაც არ გვაძლევს საშუალებას დავაიდენტიფიციროთ ვებ-გვერდის ვიზიტორი, თუ ასეთი პირი არ გამოიწერს ჩვენს სიახლეებს ან გააკეთებს ჯავშანს ჩვენთან.
ჩვენ ვართ Cookie ფაილების და მათში შენახული ინფორმაციის ძირითადი მომხმარებლები. ჩვენ შესაძლოა პერიოდულად გადავცეთ ეს ინფორმაცია მესამე პირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მე-2 მუხლში დადგენილი პრინციპების დაცვით. ასეთი გადაცემის მიზანია თქვენ მიერ მოცემულ ვებ-გვერდზე წვდომის სტატისტიკის მოპოვება და ვებ-გვერდით სარგებლობის დროს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესება.